Logo

ლევან ჟორჟოლიანი - სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა

პოლიტიკა
431
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი - სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები