ლუაზო – არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას, ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას, ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველი “პრემიერ-მინისტრი” (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა.
ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას, ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება”.
წერს ლუაზო.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.
“ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ნატალი ლუაზო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს