
ავტორი
Front News საქართველო
შეერთებულმა შტატებმა წარმატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელას წინააღმდეგ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაატყვევეს და ქვეყნიდან გაიყვანეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მან ასევე დასძინა, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ პრესკონფერენციას დღეს მარ-ა-ლაგოში გამართავს.
დღეს, 3 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმების სერია ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე. აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს