Logo

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა 

პოლიტიკა
307
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა 

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს კორთნი ოსტრიანს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"დღეს შევხვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს, რომელიც დღეს შეუდგა ამ პოსტზე მუშაობას.

განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები