
ავტორი
Front News საქართველო
სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სინგაპურს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის მაგალითს წარმოადგენს, რაც ქმნის ბიზნესკავშირებისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, მომავალშიც გააგრძელონ პარტნიორობა დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს