Logo

მაკრონი - აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად დადგა უკრაინის მხარეს

უკრაინა
111
Frontnews
მაკრონი - აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად დადგა უკრაინის მხარეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად დადგა უკრაინის მხარეს.

მისივე თქმით, პირველად შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ტექსტი, რომელშიც ვაშინგტონი საკუთარ თავს არა უკრაინაში ომში ნეიტრალურ შუამავლად, არამედ კიევის პარტნიორად აღიარებს.

მაკრონის თქმით, ეს ეხება ოთხ ძირითად სფეროს, რომლებშიც შეერთებული შტატები ოფიციალურად დგას თავის ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან ერთად.

"უკრაინასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა პირველად დაამტკიცა ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის აღარ არის ნეიტრალური შუამავალი, მაგრამ ჩვენთან ერთად დგას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, სამხედრო დახმარების, ენერგეტიკული მხარდაჭერის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები