მამია ბალახაძე - სწორედ ჩვენი ვეტერანების თავდადების, სიმამაცის და ღირსების დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა

ავტორი
Frontnews საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ვეტერანებს ვეტერანების დღეს ულოცავს.
"გილოცავთ ვეტერანების დღეს!
მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო იმ თავდადებისა და სამშობლოსადმი უანგარო სამსახურისთვის, რაც ჩვენმა ვეტერანებმა გასწიეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. სწორედ ჩვენი ვეტერანების თავდადების, სიმამაცის და ღირსების დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მათი ბრძოლა და გმირობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და თუ საჭირო გახდა თავიც გაწირო მისი ნათელი მომავლისთვის.
განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ვეტერანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანების დღეს და გისურვებთ უახლოეს მომავალში საქართველოს გამთლიანება მიგველოცოს ერთმანეთისთვის", - აღნიშნავს მამია ბალახაძე.
თაგები:
მამია ბალახაძე




