Logo

მამუკა ხაზარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება

პოლიტიკა
194
Frontnews image description

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან ხმა მისცა ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ევროპულ არჩევანს იზოლაცია გაუკეთა და ქვეყანა შეიყვანა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში, კორუფციის ჭაობში, კრიმინალურ ჭაობში.  ამიტომ, მე ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Advertisement