მამუკა მამულაშვილი - ეს არის რუსული სპეცსამსახურების გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით და თვითონაც ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების შეგირდია

ავტორი
Frontnews საქართველო
ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, მე მრცხვენია, რომ ასეთი ადამიანი იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფარცხალაძეც არასდროს არ გამოვა ფრონტის ხაზზე, როგორც განცხადებული აქვთ, რომ შექმნან ფორმირება და აპირებს ფრონტის ხაზზე მოქმედებას, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გზავნილი, რომ ქართველები იბრძვიან ორივე მხარეს.
"ფარცხალაძის მიერ "გეროგიევსკის" სახელით შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჩემთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილება არაა, ეს არის რუსული სპეცსამსახურების გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, და თვითონაც ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების შეგირდია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რა გზავნილის გაკეთებაც უნდათ ასეთი ფორმირებების შექმნით, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი, რომ აქ ქართველები მიიღებენ მონაწილეობას, არც ფარცხალაძე არაა, მე ასე ვთვლი, ეთნიკური ქართველი. ეს არის გზავნილი, რომ ქართველები იბრძვიან ორივე მხარეს, ამის თქმა უნდათ სწორედ ამ ფორმირებებით და უნდათ შექმნან მეორე მხარე ქართული ლეგიონის, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთს დაეხმარება სხვა ქვეყნის ოკუპაციაში.
ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, მე მრცხვენია, რომ ასეთი ადამიანი იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფარცხალაძეც არასდროს არ გამოვა ფრონტის ხაზზე, როგორც განცხადებული აქვთ, რომ შექმნან ფორმირება და აპირებს ფრონტის ხაზზე მოქმედებას. ადამიანმა, რომელსაც შეხება არ ჰქონია ფულის გარდა არაფერთან, ძალიან ეჭვი მეპარება ახლა იარაღი აიღოს", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად "საერთაშორისო მოხალისეთა" ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი" ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობს.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი




