
ავტორი
Front News საქართველო
ომის მთავარ მახასიათებელს ვხედავთ - ვერცერთი მხარე ვერ ახდენს სწრაფი სტრატეგიული გარდატეხის მიღწევას და მთელი ყურადღება გადატანილია შორ დარტყმებზე, უკრაინის მხრიდან ლოგისტიკის განადგურებაზე, ასე რომ, მე მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ბევრად უფრო მეტი სამიზნე განადგურდება, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ომი მიმდინარეობს გამოფიტვაზე და ორივე მხარე მიმართულია სწორედ ასეთი ხანგრძლივი ომისკენ.
"სულ უფრო მეტად სცდება უშუალო ფრონტის ხაზს და გადაინაცვლა სიღრმეში. თუ უკრაინის მხრიდან დარტყმაა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის მხრიდან ეს არის ტერორისტული აქტები, რომელსაც კვირაში ერთხელ ატარებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი ძირითადი სამიზნე არის სამოქალაქო სექტორი და ცდილობენ მოსახლეობის დაშინებას. ამ ღამეს გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეიდი და საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა მოსკოვის ოლქს, ერთ-ერთი გადასამუშავებელი ქარხანა იწვის, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის დრონებს უკვე აქვთ იმის საშუალება, რომ ღრმად ლოგისტიკურ სიღრმეზე მიაყენოს რუსეთს დარტყმები. რაც უფრო ხანგრძლივდება ეს ომი, მით უფრო მეტი საშუალება აქვს უკრაინას ამის გაკეთების იმიტომ, რომ დრონების წარმოება მიმდინარეობს უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
საკმაოდ რთული ვითარება აქვს რუსეთს და მე მგონია, რომ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები ბევრად უფრო გაურთულებენ უკრაინის ტერიტორიების მითვისების მისიას რუსეთს. ახლა ომი მიმდინარეობს გამოფიტვაზე და ორივე მხარე მიმართულია სწორედ ასეთი ხანგრძლივი ომისკენ. უკრაინის მიერ წარმოებული დრონების გამოყენების მანძილი იზრდება და ძალიან ბევრი ობიექტია განადგურებული.
ომის მთავარ მახასიათებელს ვხედავთ - ვერცერთი მხარე ვერ ახდენს სწრაფი სტრატეგიული გარდატეხის მიღწევას და მთელი ყურადღება გადატანილია შორ დარტყმებზე, უკრაინის მხრიდან ლოგისტიკის განადგურებაზე, ასე რომ, მე მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ბევრად უფრო მეტი სამიზნე განადგურდება", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს