Logo

დღეს თბილისში "ერთობის მარში" გაიმართება

საზოგადოება
418
Frontnews image description

დღეს თბილისში "ერთობის მარში" გაიმართება, რომელიც 15:00 საათზე ისნის მეტროდან დაიწყება და მსვლელობით შსს-მდე მივა.

"ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის მტკიცედ. მოვითხოვთ, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!

4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ.

ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
დღეს თბილისში "ერთობის მარში" გაიმართება - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2011 წლიდან