
ავტორი
Front News საქართველო
უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი წერს.
"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის ინიციატივას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების შესახებ.
უფალს ჩვენს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოებისა და გულკეთილობის გამო. მაცხოვარი ეალერსებოდა და ლოცავდა მათ. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება, რადგან მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს.
უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.
ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი.
მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია.
ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც", - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს