Logo

მაშველებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

საზოგადოება
1627
Frontnews
მაშველებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

"მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000-მდე მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა ტურისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი მათგანი კი შეუძლოდ გახდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

თაგები:

მაშველები
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები