Logo

მელონი - ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი რუსეთისკენ, მაგრამ იგივე არ გვინახავს საპასუხოდ

მსოფლიო
106
Frontnews image description

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც  ვლადიმერ პუტინის მაიამიში, G20-ის სამიტზე მოწვევას ითვალისწინებს.

მელონის თქმით, ახლა არა პუტინისკენ ნაბიჯების გადადგმის დრო, არამედ მისგან დათმობების მოთხოვნის დროა.

"რაც შეეხება პუტინს G20-ის სამიტზე, მივიჩნევ, რომ ახლა დროა, პუტინს ვთხოვოთ გადადგას რამდენიმე ნაბიჯი და არა თავად გადავდგათ მისკენ“, - აღნიშნა მან. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ ვაშინგტონმა ბოლო თვეებში უკვე ბევრი ასეთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვისკენ, მაგრამ საპასუხო არ უნახავს.

"ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, გადადგეს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ნაბიჯი რუსეთისკენ, მაგრამ ჩვენ იგივე ნაბიჯები არ გვინახავს საპასუხოდ. მე მჯერა, რომ ახლა დროა, რომ ისინი მოვითხოვოთ“, - განაცხადა მელონიმ.

The Washington Post წერს, რომ აშშ გეგმავს პუტინის მიწვევას G20-ის სამიტზე, რომელიც დეკემბერში, მაიამიში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გოლფის კლუბში გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები