Logo

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამართალი
166
Frontnews
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, სომხეთის, ჩინეთის, კენიის, კუბის, უზბეკეთის,  ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ეთიოპიის, იორდანიის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების  - ჯამში 113  მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები