მიხეილ ყაველაშვილი ისლამაბადში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ახალშობილების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ახალშობილების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმად დამამწუხრა ისლამაბადის სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ახალშობილების ტრაგიკულმა დაღუპვამ. საქართველოს სახელით, ამ მძიმე დროს გულწრფელ თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკას“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
26 აგვისტოს ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის ახალშობილთა განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 14 ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





