მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.
"პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




