Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს

პოლიტიკა
119
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს

"ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას მთავრობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორის ბრძოლას საქართველოს ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გამორჩეული გამოვლინება უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ საფუძვლებზე, რომლებმაც 1121 წლის 12 აგვისტოს ისტორიული გამარჯვება შესაძლებელი გახადა.

მისი თქმით, დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითი სამხედრო წარმატება - ის ხანგრძლივი მზადების, შორსმჭვრეტელი დაგეგმარების, დისციპლინისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი იყო.

"დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მან პატივი მიაგო წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლაში მონაწილე გმირების ხსოვნას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები