Logo

მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი შიო მესამეს შეხვდნენ

პოლიტიკა
396
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი შიო მესამეს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ უწმინდეს და უნეტარეს, შიო III-ს შეხვდნენ.

შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები