
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
"საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიღებას, ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს. ასევე, აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში - ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და საყოველთაო ჯანდაცვის „მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობა.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს