Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს

პოლიტიკა
120
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი - ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს

კრაკოვში მომხდარ შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას.

"კრაკოვში მომხდარ შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას“, - წერს ყაველაშვილი.

კრაკოვში 7 ნოემბერს სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. თავდამსხმელმა მოქალაქეებს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნა. პოლიციამ ის დაკავების დროს დაჭრა, სადაც დღეს გარდაიცვალა. კრაკოვში მომხარი სროლის შემდეგ პოლიციამ მის სახლში მშობლების და დის ცხედრები აღმოაჩინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები