
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
"ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში.
საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს