
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც.
"საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა - ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება.
განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგიც, მათ შორის, საუბარი შეეხო სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში სამომავლო თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
პრეზიდენტმა ჭოუ ციენს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ჩინეთის ელჩი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს