Logo

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

პოლიტიკა
700
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ჭოუ ციენის საქართველოში არყოფნის გამო სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტაი ჩუნიუნგმა მიიღო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო წლებში შექმნილი მყარი საფუძველი მომავალშიც შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები