მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
მიხეილ ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.
"ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ დღის ხსოვნა ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, მშვიდობიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით განაგრძოს საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა, შეინარჩუნოს მშვიდობა და გააძლიეროს სახელმწიფო.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




