
ავტორი
Front News საქართველო
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე და ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის სულისკვეთებით. ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
"თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის წლისთავთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, მოგმართოთ გულწრფელი მილოცვის სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, ხოლო მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობასა და ხალხს - ხანგრძლივი პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო“,- აღნიშნულია საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მისალოც წერილებში.
"თქვენი ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მეძლევა შესაძლებლობა, თქვენს აღმატებულებას მივულოცო და გადავცე ჩემი მილოცვა და საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და წარმატებული მომავლისთვის“,- წერს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი.
თაგები:
დამოუკიდებლობის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს