მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.
“ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია”, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს