Logo

მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა

პოლიტიკა
121
Frontnews image description

დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის დაწყებიდან - ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

"დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით - გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო - ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანმდევი იყო“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.

„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“ - განაცხადა სარჯველაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები