
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და დუმიტრუ ლატიჩევსკიმ მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და იმსჯელეს შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მალარიისგან თავისუფალ ქვეყანას და მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატის მინიჭების საკითხსაც.
მხარეებმა საქართველოსა და გლობალურ ფონდს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გუნდის წარმომადგენელი ოლგა გრიდერი.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს