Logo

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

პოლიტიკა
68
Frontnews
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ამალ აფიფის შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს უწყების საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები გააცნო. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სამედიცინო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით მიმდინარე ინიციატივებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრას ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები