Logo

მილიარდი დოლარის დახმარება და დრონების შესახებ შეთანხმება - გერმანიის კანცლერი კიევში იმყოფება

უკრაინა
213
Frontnews
მილიარდი დოლარის დახმარება და დრონების შესახებ შეთანხმება - გერმანიის კანცლერი კიევში იმყოფება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ახალი მხარდაჭერის პაკეტითა და ერთობლივი იარაღის წარმოების გაფართოების გეგმებით ჩავიდა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მერცი, სავარაუდოდ, ვიზიტის დროს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის გამოცხადებას აპირებს.

ეს მოიცავს 1 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას და დამატებით 350 მილიონ ევროს ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის. ასევე მოსალოდნელია შეთანხმება სხვადასხვა ტიპის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ.

"დღეს კიევში ჩამოვედი, რადგან უკრაინას მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთი აგრძელებს ქალაქებზე, საცხოვრებელ შენობებსა და თბოელექტროსადგურებზე დარტყმებს. მისივე თქმით, თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი სამხედრო მანქანა შეიძლება ადრე თუ გვიან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყოს მიმართული.

"დღეს მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის: "თქვენ შეგიძლიათ კვლავაც გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის დელეგაციაში შედიან ეკონომიკის მინისტრი, ასევე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის Siemens Energy, Hensoldt, Diehl Defence და Quantum Systems.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები