
ავტორი
Front News საქართველო
მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და აღიარებენ მის უალტერნატივო ცენტრალურ როლს.
“მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში”, - აღნიშნულია კომუნიკეში.
თაგები:
ტაჯიკეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს