მოსკოვის ოლქში ნავთობაზასა და საწყობზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

ავტორი
Front News საქართველო
ღამის განმავლობაში დრონებმა მოსკოვის რეგიონში რამდენიმე ლოკაციას დაარტყეს.
ცნობილია, რომ თავდასხმის შემდეგ ნოგინსკის ნავთობბაზას და ელექტროსტალში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ნოგინსკის ნავთობბაზა მოიცავს 24 რეზერვუარს, რომელთა საერთო მოცულობაც 11 500 კუბურ მეტრს შეადგენს.
მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქებზე თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ტვერს და ვლადიმირში.





