Logo

მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს დარია შიპაჩევას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მსოფლიო
86
Frontnews
მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს დარია შიპაჩევას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს დარია შიპაჩევას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 300 000 რუბლის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა.

ჟურნალისტი სასჯელს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მედიის ცნობით, ბრალდება უკრაინაში თანხის სავარაუდო გადარიცხვას უკავშირდება, თუმცა საქმის დეტალები უცნობია, რადგან სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

დარია შიპაჩევა Forbes-ში, Lenta.ru -სა და Reminder-ში ძირითადად სამედიცინო და სამეცნიერო თემებზე მუშაობდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები