Logo

მოსკოვის თავზე ისევ დრონები დაფრინავენ - რა არის ცნობილი ახალი თავდასხმის შესახებ?

მსოფლიოუკრაინა
59
Frontnews
მოსკოვის თავზე ისევ დრონები დაფრინავენ - რა არის ცნობილი ახალი თავდასხმის შესახებ?

22 ივნისს, ღამიდან დილამდე, მოსკოვი კვლავ დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა.

სოციალურ მედიაში დრონების ფრენებისა და აფეთქებების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა.

მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.

ამავდროულად, "როსავიაციამ" განაცხადა, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" და "ჟუკოვსკის" აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს.  შეზღუდვები დაწესდა "შერემეტიევოს" აეროპორტშიც.

მოსკოვზე ბოლო თავდასხმა 18 ივნისს მოხდა. იმ დღეს, კაპოტნიას რაიონში მდებარე მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დარტყმა მიაყენეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები