
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები არის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი გადაცემის და არა საწყობებში შენახვის შესახებ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ხედავს, როგორ რეაგირებს ყველა ლიდერი და ყველა ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე, თუმცა რეაგირება, რომელიც ნამდვილად აღწევს თავის მიზნებს და ეხმარება ხალხს, წარმოადგენს დამატებით მხარდაჭერას ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის.
"რაკეტები Patriot-სთვის მსოფლიოში არის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება აუცილებელი პაკეტების გადაცემის შესახებ. აშშ-მა იცის, რა გვჭირდება ჩვენ, ევროპამ იცის რა გვჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ანტიბალისტიკურმა რაკეტებმა უნდა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და არა საწყობებში იყოს, ამიტომ დახმარების გარეშე ყოველი დღე რუსეთისთვის არის შესაძლებლობა, მოკლას ადამიანები.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს