ნანა სანდერმა და ირაკლი ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვეს

ავტორი
Frontnews საქართველო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა და ირაკლი ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვეს.
ორივე მათგანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ სანდერმა მედიასთან განაცხადა, რომ 13-თვიანი წამება დასრულდა.
"დასრულდა 13-თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულის წყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი", - განაცხადა ნანა სანდერსმა.
ნანა სანდერსი 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის დროს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით მიმდინარეობდა - სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო მეორე მუხლი - 317-ე, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად და მეორე - სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
თაგები:
ნანა სანდერი




