Logo

ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

პოლიტიკა
313
Frontnews image description

ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.

წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე.

Advertisement