Logo

"ნაციონალური მოძრაობა“ - ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ

პოლიტიკა
287
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ.

“რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს დაესხნენ თავს, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს.

ეს არის კრიმინალური ბანდის ხელწერა - მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა და განსხვავებული აზრის ვანდალური ფორმებით ჩახშობა.

თუკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.

ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაზე!

ვერ შეგვაჩერებენ - აუცილებლად გავიმარჯვებთ!” - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement