ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი
Front News საქართველო
ნაურუს მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
"ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივი მოქმედებით შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან.
შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობებათ დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ნაურუ




