
ავტორი
Front News საქართველო
სანამ არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წესები უნდა იყოს დაცული, ვფიქრობ, იქამდე ვითარება რთული იქნება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
"საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებას არ უკავშირდება.
საქართველოში ბოლო დროს არსებული მოვლენების გამო შეწუხებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიეტუვისგან შორს არის, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს, ისტორიული და ტრადიციული კავშირები გვაქვს.
სანამ არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წესები უნდა იყოს დაცული, ვფიქრობ, იქამდე ვითარება რთული იქნება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
თაგები:
გიტანას ნაუსედა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს