ნაუსედა – საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
გამოვთქვი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ გზაზე. გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”, – წერს ნაუსედა.
თაგები:
გიტანას ნაუსედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს