
ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში, უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩრდილოეთის მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.
"ჩვენ სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება ჩრდილოეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, რეგიონში საფრთხეები კვლავ არსებობს და ისრაელი ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება.
"ომი არ დასრულებულა. ძველ გამოწვევებთან ერთად ახალი საფრთხეებიც ჩნდება. ჩვენ ერთი რამ ვიცით – ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერები უნდა ვიყოთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა არ ექნება.
"შეთანხმებით თუ მის გარეშე, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს