
ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის მტრებისთვის იმუნიტეტი არ არსებობს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედროებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, "რადვანის ძალების" ერთ-ერთი მეთაური გაანეიტრალეს.
"მას ეგონა, რომ შეეძლო, ბეირუთში მდებარე საიდუმლო შტაბიდან გაეგრძელებინა თავდასხმების კოორდინაცია ჩვენი ძალებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. შესაძლოა, პრესაში წაიკითხა, რომ ბეირუთში იმუნიტეტი ჰქონდა, მაგრამ ეს უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს", – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისრაელმა "ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი გაანადგურა, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებსა და სამხედროებს უტევდნენ.
"ჩვენ ამას ვაკეთებთ ღაზაშიც, ვანადგურებთ ტერორისტებს. ნათლად ვაცხადებ: არცერთ ტერორისტს არ აქვს იმუნიტეტი. ვინც ისრაელის სახელმწიფოს ემუქრება, გადაიხდის ამის ფასს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის ინფორმაციით, ბეირუთზე იერიშის შედეგად მოკლულია "რადვანის ძალების“ მეთაური აჰმედ ალი ბალუტი. ეს იყო ისრაელის პირველი იერიში ბეირუთზე ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს