ნიკა გვარამია - სრულიად ცხადია, რომ ზონდერ-მოსამართლე ნადარაია პარტიების გასაუქმებლადაა დანიშნული

ავტორი
Frontnews საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია გააუქმა (ასე, უბრალოდ, ამოიღო პროცესის მიმდინარეობიდან) და ახლა უკვე კითხვა-პასუხის სტადია გაგვიუქმა კოალიციას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"პრინციპში, ეფექტურად, ყველას გაუუქმა, რადგან ეს კითხვა-პასუხის სტადია ისედაც არაა, ეს მხოლოდ ქოცების მიერ უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვების და ნადარაიას მიერ მოხსნილი შეკითხვების "სტადიაა".
რაც შეეხება ზონდერ-მოსამართლე ნადარაიას, სრულიად ცხადია, რომ ის პარტიების გასაუქმებლადაა დანიშნული. მხოლოდ ამ კონკრეტული და დანაშაულებრივი მისიით. ცხადია, არც წესიერებით და არც მიუკერძოებლობით ნადარაია ამ თანამდებობას არ შეეფერება. მაგრამ, გულწრფელად ვიტყვი, რომ მისი არაკვალიფიციურობა და გამორჩეული უკულტურობა მაინც ყველაზე მეტად ყვირის. ამ მხრივ, ის სასამართლო კლანის ყველაზე ოდიოზურ ზონდერმოსამართლეებსაც აჭარბებს.
ps დაარსებიდან, ანუ 1996 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესიდან სულ 3 ადამიანი ჰყავს გაძევებული. ამ პროცესის მიმდინარეობისას კი, მარტო მე გამაძევეს ორჯერ, ჯამში, უკვე 5 გაძევება იყო. ცხადია, ყველაფერ სხვასთან ერთად, ეს უტყუარი მაჩვენებელია, რომ მიმდინარე პროცესი ყველაფერია, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გარდა", - წერს გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია




