
ავტორი
Front News საქართველო
მე და ჩვენი გუნდი ვაპირებთ, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“მე და ჩვენი გუნდი ვაპირებთ, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე. ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია, იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს ის და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა, მიიღოს აუცილებელი ზომები. თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ, ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია, რომ შეთანხმებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში არცერთი სხვა საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კოალიციისთვის დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენს მეგობარზე, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსზე და ოთხი შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე. ჩემთვის, ამ წუთში არის ელენეს ვითარება მთავარი, არც ეს სასამართლო პროცესი, არც დანარჩენი არ მაღელვებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს