Logo

ნინო გვიშიანი - მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, სასწრაფოდ

საზოგადოება
162
Frontnews
ნინო გვიშიანი - მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, სასწრაფოდ

მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას, სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, არავის არ გყავთ შვილები? როგორ გძინავთ ღამე?, - ამის შესახებ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თემო ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის იბრძოლებს ბოლომდე და აქციები გაგრძელდება.

"მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას, სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, არავის არ გყავთ შვილები? როგორ გძინავთ ღამე? როგორ გძინავთ. ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი ვაჟკაცი შვილი გავუზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ?

გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, სასწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია გაგრძელდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი...  ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ. სადიზმია ეს, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ, კვალი როგორ გაქრებოდა, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.

23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები