ნინო ლომჯარია - როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, "ოცნებიდან" წამოსვლა იყო


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, "ოცნებიდან" წამოსვლა იყო, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გახარიას გუნდის პირადი ინტერესები ხალხის ინტერესებზე მაღლა დგას.
"როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, "ოცნებიდან" წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ). ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია", - წერს ნინო ლომჯარია.
პარტია "გახარია საქართველოს" განცხადებით, მათი გუნდი პარლამენტში შესვლას გეგმავს, რადგან ბოიკოტმა არ გაამართლა.
თაგები:
ნინო ლომჯარია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა