Logo

ნინო წილოსანი - ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების მიუხედავად, სამწუხაროდ, იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა

პოლიტიკა
147
Frontnews
ნინო წილოსანი - ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების მიუხედავად, სამწუხაროდ, იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა

ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად სუსტი იყო ქართული სახელმწიფო გარე ჩარევებისგან და იმ დაფინანსებული პოლიტიკებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა.

"მას შემდეგ ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ, შევცვალეთ და გავიბრძოლეთ იმ გარედან წამოსული დაკვეთების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის სუვერენიტეტი არა მხოლოდ მისი პოლიტიკური დაცულობა არის, არამედ ზუსტად ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების დაცვაა, როგორიც არის თავის დროზე ნამახვან ჰესი, ხოლო ახლა „იგლ ჰილსი“, რომლის წინააღმდეგაც ზუსტად იგივე ჯგუფები ილაშქრებენ და აგორებენ ნეგატიურ კამპანიებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა. მოსალოდნელია, რომ პროცენტებთან ერთად, ჯამური თანხა 400 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განმარტებით, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები