
ავტორი
Front News საქართველო
ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან მთხოვა, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში - ქალბატონი მარტა კოსი, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სამმა წევრმა სასამართლოს ჩვენება მისცა, რომ აშშ აწყობდა საქართველოში გადატრიალებას.
"ბრალის დადგენილებაში მტრულ სახელმწიფოდ მოხსენებულია ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენება მისცა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სამმა წევრმა სასამართლოს. ისინი ამბობენ, რომ "სიაიესი" აწყობდა გადატრიალებას საქართველოში, შესაბამისად, ბრალდებულები თანამშრომლობდნენ სწორედ "სიაიესისთან" და ისინი მიიჩნევენ, რომ მტრული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, გახლავთ ამერიკა.
ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან მთხოვა, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში - ქალბატონი მარტა კოსი", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ომარ ფურცელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს